- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭო (TÜBİTAK) წარმოადგენს წამყვან სააგენტოს თურქეთში კვლევების მენეჯმენტის, ფინანსირებისა და მართვის დარგში. თუბითაქი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც იმართება სამეცნიერო საბჭოს მიერ. საბჭო შედგება სხვადასხვა უნივერსიტეტების, წარმოებებისა და კვლევითი ინსტიტუტების ცნობილი მეცნიერებისგან.
თუბითაქი პასუხისგებელია, ხელი შეუწყოს, განავითაროს, ორგანიზება და კოორდინირება გაუწიოს კვლევებს, ეროვნული მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
თუბითაქი მხარს უჭერს არა მარტო ინოვაციურ, აკადემიურ და სამრეწველო კვლევებსა და განვითარებას, არამედ ეროვნული პრიორიტეტების გათვალისწინებით ქმნის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოლიტიკას და მართავს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. გარდა ამისა, თუბითაქი აფინანსებს უნივერსიტეტებსა და სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში კვლევით პროექტებს, ახორციელებს კვლევებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, ავითარებს მხარდაჭერის პროგრამებს საჯარო და კერძო სექტორებისთვის, გამოსცემს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალებს და წიგნებს, ორგანიზებას უწევს სამეცნიერო და საზოგადოებრივ ღონისძიებებს და ეხმარება სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის სტიპენდიებით.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.tubitak.gov.tr/en