საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთწლიან საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე (IMPH) სწავლისათვის

ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე (International Master of Public Health Program) სწავლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტებისათვის.

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა ფინანსდება „ჩინეთის ბრწყინვალების ახალგაზრდული სქემის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე  ახალი თაობის ლიდერების განვითარებაში.

სასწავლო სტიპენდია გათვალისწინებულია 2-3 პოტენციური სტუდენტისათვის, სრული 3-წლიანი სამუშაო გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და ფარავს არა მხოლოდ სწავლის, არამედ საერთაშორისო მოგზაურობისა და კაპმუსზე ცხოვრების ხარჯებს.

 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის მარტის ბოლომდე.

 

დეტალური ინფორმაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე, ასევე იხილეთ დანართი.

 

თარიღი: 06/12/2021