ცხადდება კონკურსი ერთთვიანი სამეცნიერო სტაჟირების გრანტის მოსაპოვებლად პოსტ-სადოქტორო მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:
- კვლევით სტიპენდიას 2000 ევროს ფარგლებში
- ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში.
განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 7 აპრილამდე.
განაცხადების წარდგენა ხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდში. შედეგები გამოცხადდება 2022 წლის მაისის ბოლოს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ დანართი 1 და დანართი 2.
ასევე ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: l’Institut français de Géorgie.
! არ გამოტოვოთ კვლევითი მობილობის პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია 2022 წლის 14 მარტს.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: ce formulaire.