საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმი სოფიაში

მიმდინარე წლის 21-25 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმს უმასპინძლებს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებს, 34 წლამდე.

 

ფორუმის სემინარების თემატიკაა: მუსიკა, ჟურნალისტიკა, კინო და თეატრი.

მონაწილეობის პირობები: საერთაშორისო მგზავრობის, გათავსების, კვების და ტრენინგის ხარჯებს ფარავს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIF) და მისი პარტნიორები.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა2023 წლის 15 მაისი.

 

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ

თარიღი: 02/05/2023