საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგ-ვორკშოპი - პროექტის DITECH “ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 5-6 ოქრომბერს, Erasmus+  პროექტის DITECH “ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგ-ვორკშოპი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.  

 

ტრენინგის თემა: საგანმანათლებლო ტექნილოგიების  და პლატფორმების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში (Camtasia/Snagit, ThingLink, Info-graphic, Canva, MINDOMO, H5P, EDpuzzle, Miro)

 

ტრენინგის ჩატარების დრო:

  • 5 ოქრომბერს 17:00-დან 21:00 სთ-მდე
  • 6 ოქრომბერს 18:00-დან 22:00 სთ-მდე

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი: თსუ-ს  I კორპუსი, ოთახი 03.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

კომპიუტერში ნავიგაციის უნარი და კურსებში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის სურვილი

 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდენ მ/წ 3 ოქტომბერს 18:00 საათამდე შემდეგ ბმულზე.

ადგილების რაოდენობა განსაზღვრულია.

 

გთხოვთ, შესაძლებლობის და სურვილის შემთხვევაში თან იქონიოთ ლეპტოპები, რათა ინდივიდუალურად ჩაიტვირთოს ზემოაღნიშნული პლატფორმები.

 

ვორკშოპის დასრულების შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

თარიღი: 28/09/2022