საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლისათვის

ცხადდება კონკურსი სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. 

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე, მკვლევრებსა და უნივერსიტეტის ლექტორებს. ამასთან, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ასევე მგზავრობის დაფინანსების თაობაზე.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.scholarships.sk, ასევე იხილეთ დანართი.

 

ონლაინ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ მომდევნო, 2023/2024 აკადემიური სასწავლო წლის სტიპენდიის პროგრამისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღრულია 2023 წლის 30 აპრილი.

თარიღი: 27/09/2022