რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, არაუგვიანეს 2023 წლის 1 მარტისა.
აპლიკანტს შეუძლია, რუმინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აირჩიოს სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხური, გარდა მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაკოლოგიის მიმართულებებისა.
საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე სწავლების ენა მხოლოდ რუმინულია. სადოქტორო საფეხურზე კი – როგორც რუმინული, ასევე სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრულ უცხო ენაზე. აპლიკანტს, რომელიც არ ფლობს რუმინულ ენას სწავლის დაწყებამდე შეუძლია გაიაროს რუმინული ენის 1 წლიანი მოსამზადებელი კურსი.
შერჩეული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება 2023 წლის 15 ივლისამდე.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე, აგრეთვე იხილეთ დანართი.