საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მენტორობის პროგრამა სტუდენტებისთვის

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია აცხადებს აპლიკაციების მიღებას სტუდენტთა მენტორობის პროგრამის მე-3 ნაკადზე!

 

სტუდენტთა მენტორობის პროგრამა, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის პროექტია, რომლის მე-3 ნაკადი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან (უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ჩათვლით), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

 

თუ ხარ ჩამოთვლილი უნივერსიტეტების, სხვადასხვა სასწავლო მიმართულების, ბაკალავრიატის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, შენი საერთო GPA შეადგენს 2.5 ან მეტს, ხარ მოტივირებული და მოუთმენლად ელოდები ყოველ ახალ შესაძლებლობას, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.

 

აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 14 ოქტომბრის ჩათვლით.     იხილე მეტი

თარიღი: 10/10/2022