საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კორეის რესპუბლიკის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა

 

მიმდინარე წლის 11-13 აგვისტოს, World Women Inventors and Entrepreneurs Association-ის ორგანიზებით, კორეის მთავრობისა და ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკაში მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიმართება.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. ჯილდოები გადაეცემათ საუკეთესო გამოგონებისა და გუნდური შეჯიბრის კატეგორიების გამარჯვებულებს.

პანდემიით შექმნილი ვითარების გამო წელს ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივლისი.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციიის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს, ასვე  იხილეთ: დანართი 1, დანართი 2.

თარიღი: 18/05/2022