საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თანასწორობის ელჩების შესარჩევად

 

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომ განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს ცნობიერების ამაღლების მიზნით  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და თანასწორობა.

 

თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან ან ახმეტის მუნიციპალიტეტიდან (უპირატესობა მიენიჭება წარმომადგენლებს პანკისის ხეობიდან).

 

მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე.

 

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა:  2022 წლის 22 მაისი. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება!

 

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: anti-discrimination@coe.int  სათაურით: თანასწორობის ელჩი

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ

თარიღი: 18/05/2022