საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

კატარის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გამოყოფს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე – Arabic Program for Non-Native Speakers.

2023-2024 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  2. იყოს 18-დან 40 წლამდე;
  3. გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე - Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
  4. საბაზისო დონეზე მაინც (Modern Standard Arabic) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
  5. უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.

 

პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლამდე  შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით

განაცხადის შევსებასთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

თარიღი: 21/12/2022