საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის სერთაშორისო ვირტუალური პროგრამა (VIP) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის

2021/2022 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტი (JLU) პარტნიორი უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შეაძლებლობას, მიიღონ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მშობლიურ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად და საკუთარი ქვეყნიდან გაუსვლელად დაგროვონ უცხოურ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება.  

 

ეს შეთავაზება მოიცავს გისენის უნივერსიტეტის 11 ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 80-ზე მეტ ონლაინ კურსს, რომელიც სხვადასხვა საგანში სხვადასხვა ენაზე ჩატარდება (ინგლისურ, გერმანულ, პორტუგალიურ, ესპანურ ან უკრაინულ ენებზე).

გარდა ამისა, სასწავლო სპეციალიზირებულ კურსებთან ერთად, შესაძლებელია გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრებაც. 

 

!! აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა უფასოა გისენის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის.

 

VIP პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2022 წლის 11 თებერვალი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, ასევე იხილოთ დანართი 1.

თარიღი: 24/01/2022