საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს მიერ კოორდინირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში (აღებული არაუადრეს 2019 წლის 15 აპრილისა, B2 დონე), თსუ-ს მიერ 2022-23 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ორგანოზებულ გაცვლითი პროგრამების კონკურსებში (ERASMUS+ICM, Bilateral Exchange Programs, MEVLANA და სხვ.) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.
 
უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.

 

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2023 წლის 7 მარტის 15:00 სთ ჩათვლით.   

 

ინსტიტუციური ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული.
 

უცხოურ ენებში ტესტირება გაიმართება 2023 წლის 10 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

თარიღი: 14/11/2022