საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი გეგმავს მოხალისე (არა-ანაზღაურებად) მენტორ სტუდენტთა პროგარმის გაგრძელებას 2021-22 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს თსუ-ს გაცვლითი პროგრამებით და მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება.
მენტორ სტუდენტთა პროგრამა მიზნად ისახავს:
- უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის დახმარების გაწევას აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებაში ინტეგრაციის გამარტივების მიზნით;
- ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის დამეგობრების ხელშეწყობას.
მენტორი სტუდენტის საათობრივი დატვირთვა მერყეობს 4-დან 8 საათამდე კვირაში და პროგრამა გრძელდება 2022 წლის 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო მეილზე incomingmobility@tsu.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 თებერვლისა.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა ცნობა.