საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიები 2020/2021 სასწავლო წლისათვის

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტისა (ფრანკფურტ ოდერი, გერმანია) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის -  “Viadrina International Program – for Graduates (VIP)“ ფარგლებში, გამოცხადდა დოქტორანტთა და პოსტ-დოქტორანტთა განაცხადების მიღება მოკლევადიან კვლევით სტიპენდიაზე.

 

განაცხადთა მიღება იწარმოებს ა/წ 1 ნოემბრამდე პროექტის კოორდინატორთან შემდეგ ელ. ფოსტაზე: ipid-programm@europa-uni.de

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, წარსადგენი საბუთების სიის სანახავად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

ასევე იხილეთ: დანართი 1.

თარიღი: 17/09/2020