საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკავშირის პროექტ DITECH-ის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგი

 

 

2022 წლის 22 - 28 მაისს  ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნი­ვე­რ­სი­ტეტებში) ფარგლებში გაიმართა პირველი ტრენერთა ტრენინგი პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის. 

ტრენინგი   ჩატარდა ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) ორგანიზებით. პრაქტიკულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.  ტრენინგის განმავლობაში  მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლების ინივაციურ სტრატეგიებსა და ციფრული სასწავლო გარემოს შექმნის გზებს. ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოტენციალის უკეთ გამოყენებას სასწავლო კურსების შექმნისა და წარმართვის პროცესში; ასევე, უკეთ გაიაზრებენ სხვადასხვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლს ინივაციური პედაგოგიკური მიდგომების დანერგვისას. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები გაეცნენ საგანმანათლებლო ვიდეობის შექმნის პედაგოგიკურ და ტექნოლოგიურ ასპექტებს, სასწავლო პროცესში ტელემატიკური რობოტების გამოყენების შესაძლებლობებს, ინტერაქტიული საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნის, ჩაწერისა და დამონტაჟების მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და პროგრამებს. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები თავად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ სამუშაოებში, შექმნეს და წარმოადგინეს ვიდეოები და პრეზენტაციები სხვადსახვა ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

თარიღი: 03/06/2022