საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

DITECH -ის პროექტის მესამე ეროვნული შეხვედრა თელავში

Erasmus+ DITECH-ის პროექტის მესამე ეროვნული შეხვედრა თელავში

 

2021 წლის 15-16 ივლისს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტში გაიმართა ევროკავშირის Erasmus+ პროექტის  DITECH მესამე ეროვნული შეხვედრა.   

შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული საქართველოს უნივერსიტეტები  და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვ­ნუ­ლი ცენტრი.

შეხვედრა გახსნა პროექტის ნაციონალურმა კოორდინატორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა.  შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტის  პრორექტორი, პროფ. ალექსანდრე მოსიაშვილი. ორი სამუშაო დღის მანძილზე  ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და მომზადდა საფუძველი პროექტის მომდევნო ეტაპის განხორციელებისთვის. პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერებმა ისაუბრეს ნაციონალურ დონეზე პროექტის მონიტორინგის შედეგების შესახებ, პრეზენტაციების სახით წარმოდგენილი იქნა საბაკალავრო და სამაგისტრო ონლაინ სასწავლო კურსისებისთვის საკითხავი მასალები, ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის,  საინფორმაციო ბიულეტენის მომზადების, პროექტის ხარისხის მართვისა და დისემინაციის განხორციელებული და დაგეგმილი  სამუშაოების შესახებ.  პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა  მიმდინარე ფინანსურ საკითხებზე ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტნიორებთან  და ისაუბრა უნივერსიტეტების მიერ პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკისა და სხვა განსა­ხო­რციელებელი ფინანსური აქტივობების  შესახებ.

ორი დღის მანძილზე, DITECH-ის პროექტის მესამე ეროვნული შეხვედრის  დატვირთული სამუშაო  გეგმის მიხედვით, დისკუსიისა და თითოეულ საკითხზე კოლეგიალური მსჯელობის ფორმატში წარიმართა.  კონფერენციის ბოლო სხდომაზე დაიგეგმა პროექტის ფარგლებში  განსახორციელებელი მომდევნო აქტივობები, სახელმძღვანელო რიდერების სრული ვერსიის შემუშავება, პროექტის ხარისხის მართვისა და დისემინაციის სამომავლო გეგმები.                       

თარიღი: 30/11/2021