საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი სამეცნიერო ხარისხის მქონე თსუ-ს პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ენების ჩათვლით), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, სამართლის მეცნიერებათა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სამეცნიერო ხარისხის (PhD ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ს პერსონალს, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში.

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 1 თვე (30 კალენდარული დღე); 

სტიპენდიის სრული მოცულობა: 2000 ევრო

მობილობის პერიოდი: სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2022 წლის 16 დეკემბრამდე;

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

 

 

მონაწილეთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ;
  3. ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;
  4. სადოქტორო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დიპლომი);
  5. სამუშაო გეგმის მონახაზი არაუმეტეს 3 გვერდისა (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე); ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტისზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.
  6. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (Letter of Interest)
  7. რეკომენდაცია (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

 

კვლევითი სტაჟირების სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სამეცნიერო ხარისხის (PhD ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ს პერსონალი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთოს სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნოს განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 22 ივნისის 14 საათამდე!

  • გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
  • რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (22 ივნისის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს.
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ.
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილის მიერ.
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, მობილობა შეიძლება გაუქმდეს.

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge