საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის კადირ ჰასის უნივერსიტეტის (თურქეთი) მიერ ორგანიზებული ჟან მონეს საზაფხულო სკოლის სტიპენდიის მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და თურქეთში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

საზაფხულო სკოლა: "European Union and Security in the Wider Neighbourhood"

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ, მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს:

  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • იურიდიული

 

მობილობის პერიოდი: 2022 წლის 15-24 ივნისი

მობილობის ადგილი: ბოდრუმი, თურქეთი

 

დაფინანსება მოიცავს ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის გადასახადისგან გათავისფულებას, ყველა სხვა ხარჯი, რაც დაკავშირებულია ამ პროგრამაში მონაწილეობასთან (მათ შორის, საერთაშორისო მგზავრობა, კვება, საცხოვრებელი და სხვ.) უნდა დაიფაროს მონაწილის მიერ.

დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ დანართი 1 და დანართი 2.

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2021 წლის 6 ოქტომბრისა და 2022 წლის 7 მარტის ტესტირებათა შედეგები);

ან

მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების შემთხვევაში:

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა სწავლების ენის მითითებით, სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დ) თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ;

 

დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების შემთხვევაში:

გ) დასწრებულად საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში კვლევითი სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, კვლევითი სტაჟირების ენის მითითებით, სადაც სტაჟირების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ. სტაჟირების მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 5 თვე.

ან

დ) საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიური საქმიანობის/სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, კერძოდ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განცხადების გაკეთების და წინა აკადემიური წლის განმავლობაში არანაკლებ 2 სემესტრის განმავლობაში, თითოეულ სემესტრში მინიმუმ 5 კრედიტის დატვირთვის მქონე კურსის წაყვანა.

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან/და მიმღები უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული PDF  ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე; 
  3. ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (გაცემული ინგლისურ ენაზე, სკანირებული PDF  ვერსია); 
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (გაცემული ინგლისურ ენაზე, სკანირებული PDF ვერსია);
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული PDF ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. მაგისტრის დიპლომის pdf ვერსია (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  8. მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  9. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში). აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  10. სსსმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, სკანირებული PDF ვერსია);
  11. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას; რეკომენდაციის შევსება და ელექტრონულად გაგზავნა აუცილებელია დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადის ამოწურვამდე);
  12. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია);

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 15 მაისის 14 საათამდე!

  • გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
  • რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მშვნელოვანია რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე

 

 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (15 მაისის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გამოგზავნილი განაცხადის სრულად ან ნაწილობრივად შეცვლა არ არის შესაძლებელი;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge