საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

აკადემიური პერსონალისთვის:

 

 

თურქეთი

 

ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი

მიმართულება: იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

იტალია

მესინას უნივერსიტეტი

მიმართულება: ისტორია

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

ლიეტუვა

გედიმინას სახელობის ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი

            მიმართულება: გეოლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები

            მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

პოლონეთი

რჟეშოვის უნივერსიტეტი

მიმართულებები: ისტორია, არქეოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, პოლიტიკის მეცნიერებები, ბიოლოგია, ფიზიკა, განათლება, ინგლისური ფილოლოგია

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

ბიალისტოკის უნივერსიტეტი

მიმართულება: იურიდიული ფაკულტეტი

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი

მიმართულება: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერებები

           მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

იაგელონიის უნივერსიტეტი კრაკოვში

მიმართულება: იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტები

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

ბიდგოშჩის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი

მიმართულებები: ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

ვარშავის საინჟინრო და ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა

მიმართულებები: ქიმია

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

რუმინეთი

ბუქარესტის უნივერსიტეტი

მიმართულებები: სოციოლოგია, ფილოსოფია, კულტურის მეცნიერება

           მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

 

 

პოლონეთი

პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ადმინისტრაციული ერთეული: საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

რუმინეთი

ბუქარესტის უნივერსიტეტი

ადმინისტრაციული ერთეული: საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი,  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი

 

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

მობილობის პერიოდი: 2022 წლის 1 ივლისამდე

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

1. პასპორტის ასლი;

2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);

3. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;

4. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

5.  შევსებული სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე 

ა)  სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს 8 სალექციო საათს კვირაში; დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით; დანართი 1(აკადემიური პერსონალის შემთხვევაში)

ბ)  შევსებული მობილობის ხელშეკრულება თსუ-ს შესაბამისი სამსახურის/დეპარტამენტის ხელმოწერით დამოწმებული; დანართი 2(ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში)

6. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (pre-acceptance) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის/ადმინისტრაციული ერთეულის მიერ);

7. სასურველი უნივერსიტეტის სახელწოდება ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტზე);

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნდა დარეგისტრირდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთოს სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნოს განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 2 მაისის 14 საათამდე!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (2 მაისის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის (ბუსტერ დოზის ჩათვლით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილის მიერ.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge