საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების მიხედვით:

 

ესტონეთი:

ტარტუს უნივერსიტეტი  
გაცვლითი პროგრამის პირობები: უფასო სწავლა; ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად) და ადგილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში
მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ლატვია:

ლატვიის უნივერსიტეტი  
გაცვლითი პროგრამის პირობები: უფასო სწავლა; ყოველთვიური სტიპენდია (კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად)
მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ლიეტუვა:

ვილნიუსის უნივერსიტეტი
გაცვლითი პროგრამის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად) და  ადგილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში
მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი  
გაცვლითი პროგრამის პირობები: უფასო სწავლა; ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად) და  ადგილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში
მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

სლოვაკეთი:

ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტი
გაცვლითი პროგრამის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად) და  ადგილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში.
მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ფინეთი:

ჰელსინკის უნივერსიტეტი

გაცვლითი პროგრამის პირობები: უფასო სწავლა; ყოველთვიური სტიპენდია  საცხოვრებელი ბინის ხარჯის დასაფარად.

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ჩეხეთი:

კარლოვის უნივერსიტეტი

შემოთავაზებული სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი) 

სტუდენტს შეუძლია სასწავლო კურსები აირჩიოს მხოლოდ ქვემოთ მითითებული ფაკულტეტებიდან:

გაცვლითი პროგრამის პირობები: გაცვლითი სტუდენტს კარლოვის უნივერსიტეტი სთავაზობს  უფასო სწავლას და სტიპენდიას საერთო საცხოვრებელის ხარჯის დასაფარად.

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 

 

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2021 წლის 6 ოქტომბრის ტესტირების შედეგი);

ან

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა სწავლების ენის მითითებით, სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დ) სკოლის დამამთავრებელი ან ბოლოსწინა სრული აკადემიური წლის დასწრებულად გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ;

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი (სკანირებული pdf ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე 
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (სკანირებული pdf ვერსია); 
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირობები იხილეთ ზემოთ). აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა;
  6. სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში  (სკანირებული  PDF   ვერსია));
  7. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სკანირებული pdf ვერსია). ხელშეკრულების შესავსებად გადადით სასურველი ევროპული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1. (გთხოვთ იხ. ბრძანება N15/04; ბრძანება N33/04);   
  8. რეკომენდაცია ინგლისურ  ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  9. სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია);
  10. სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!)

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 14 მარტის 14:00 საათამდე!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (14 მარტის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

 

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2022 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე!

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: exchange@tsu.ge