საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკურ უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებების დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 (სამი) კალენდარული თვე;

სტიპენდიის სრული მოცულობა:  3.000 ევრო*

მობილობის პერიოდი: სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე;

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური ენის შემთხვევაში - უკანასკნელი 4 წლის მანძილზე აღებული TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;

ბ) გერმანული ენის შემთხვევაში - უკანასკნელი 4 წლის მანძილზე აღებული TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate (90-100);

გ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისურ ან გერმანულ ენაში ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2021 წლის 2 მარტის და 6 ოქტომბრის ტესტირებათა შედეგები);

დ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო გერმანული ან ინგლისური ენა)

 

 

მონაწილეთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური  უნივერსიტეტი);
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი).

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოცემული განცხადების პირველ ნაწილში, დაშვების წინაპირობებში მითითებული ცნობებიდან ერთ-ერთი);
  6. მაგისტრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
  7. მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  8. მოტივაციის წერილი საკვლევი გეგმის მონახაზის ჩათვლით არაუმეტეს 3 გვერდისა (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე); ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ ენაზე, რომელიც იქნება გრანტიორის სამუშაო ენა კვლევითი სტაჟირების პერიოდში;
  9. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული (Letter of Interest) დაინტერესების წერილი(ოფიციალური წერილი, ან ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული თანხმობა /დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);
  10. რეკომენდაცია გერმანულ ან ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

 

 

კვლევითი სტაჟირების სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად 2022 წლის 14 იანვრის 14 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (14 იანვრის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს.
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ.
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე პირის მიერ;
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, მობილობა შეიძლება გაუქმდეს.

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge