საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტებისთვის ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2 - ში (საფრანგეთი) დასკვნითი (მე-4) სემესტრის გატარებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და საფრანგეთში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის და ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2-ის ტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრის იმ სტუდენტებს, რომლებსაც იგივე მიზნით ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის გრანტი არ მიუღიათ.

 

მობილობის პერიოდი: 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი (იანვარი - აპრილი, 2022)

მობილობის ხანგრძლივობა: 3 კალენდარული თვე

დაფინანსების მოცულობა: 850 ევროს ექვივალენტი ლარში ყოველ თვიურად (სულ 3 თვე)

მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება:  არაუმეტეს 530 ევროს ოდენობით ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად (თვითმფრინავი ეკონომ - კლასი, მატარებელი, ავტობუსი).

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ფრანგული ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა. მოცემული კონკურსის მიზნებისთვის ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ დოკუმენტად მიიჩნევა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი DELF/DALF და TCF სერთიფიკატი აღებული არაუგვიანეს 2 კალენდარული წლისა;

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2021 წლის 2 მარტი ან 2021 წლის 6 ოქტომბერი) დადებითი შედეგი 

ან

გ) თსუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად დაწერილი ფრანგული ენა B1-ის ტესტირების დადებითი შედეგი 

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან
  3. საბოლოო შერჩევა/თსუ-ს ნომინაციის განხილვა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის ასლი (სკანირებული PDF ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე 
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია); 
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
  5. ბაკალავრის დიპლომი (სკანირებული PDF ვერსია);
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
  7. ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  8. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  9. მოტივაციის წერილი ფრანგულ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია);

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge , ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 16 ნოემბრის 16:00 საათამდე!

!!! ნებისმიერი სხვა ფორმით (მათ შორის, ელ-ფოსტაზე) გაგზავნილი განაცხადი არ განიხილება

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 

 

     1. ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:

ა) პორტალი mobility.tsu.ge არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (16 ნოემბრის 16:00სთ) გასვლის შემდეგ; 

ბ) პორტალი mobility.tsu.ge არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;

გ) სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!

დ) სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;

2. გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;

3. აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

4.  ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს საფრანგეთში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევაში, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს!
  • მოცემული დაფინანსების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული სავიზო მოსაკრებლის, საფოსტო მომსახურების, აკომოდაციის დეპოზიტის, საკარანტინე სივრცეში დარჩენის და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურება; შესაბამისად, ეს ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ!
  • იმ შემთხვევაში, თუ დაფინასების მიღების შემდეგ, მობილობა არ განხორციელდება მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიზეზით, მასზე გაცემული დაფინასება სრულად უნდა იქნეს დაბრუნებული მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ!

 

კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

 

სასარგებლო ბმულები:

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2-ის ტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge