- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე
სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ბულგარეთი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გეოგრაფია და გეოლოგია (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
გერმანია
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდნტებისთვის).
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი):
- ევროპული კვლევები, იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- ისტორია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- განათლება, ფსიქოლოგია (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი):
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ეკონომიკა, ბიზნესი (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- ისტორია, კულტურის მეცნიერებები, გერმანული ენა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- განათლების მეცნიერებები (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის),
- სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნიევრსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): საჯარო ადმინისტრირება (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
ობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი):
- გერმანული ენა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- ბიზნესი, ეკონომიკა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- ბიოლოგია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): სოციალური სამუშაო (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლიუსრენოვანი):
- ეკონომიკა, ბიზნესი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- სოციალური და კულტურის მეცნიერებები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ესპანეთი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი):
- სოციალური მეცნიერებები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- ჰუმანიტარული (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
როვირა და ვირგილის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ისტორია, არქეოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
თურქეთი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
- პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
- ეკონომიკა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სასწავლო მიმართულებები (ინგლიუსრენოვანი): ბიზნესი და ეკონომიკა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
იტალია
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
პოლონეთი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ვშეჰნიცას პოლონური უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, ესპანური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
იან დლუგოშის უნივერსიტეტი ჩენსტოხოვაში
სასწავლო მიმართულებები (ინგლიუსრენოვანი): ფსიქოლოგია, განათლება (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
რუმინეთი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ფილოსოფია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
საფრანგეთი
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპათმცოდნეობა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი/ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
შენიშვნა: მოცემულ უნივერსიტეტში მობილობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის სავალდებულოა მიმღები უნივერსიტეტის ონლაინ ლექციებზე დასწრება (კურსის დასახელება: Formal Concept Analysis). ონლაინ ლექციები ჩატარდება 25 და 26 ოქტომბერს 18:30-20:30სთ. წინასწარ რეგისტრაცია ელ-ფოსტით outgoingmobility@tsu.ge სავალდებულოა
!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებ-გვერდზე!
კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:
- ინგლისური ენის შემთხვევაში: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;
- გერმანული ენის შემთხვევაში: TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate (90-100)
- ფრანგული ენის შემთხვევაში: DELF (B2), DALF (B2)
- იტალიური ენის შემთხვევაში: CILS (B2), PLIDA (B2)
- ესპანური ენის შემთხვევაში: DELE (B2), eLADE (B2)
- თურქული ენის შემთხვევაში: TYS (B2)
ან
ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2021 წლის 2 მარტის და 6 ოქტომბრის ტესტირებათა შედეგები);
ან
გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან/და მიმღები უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული pdf ვერსია);
- CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (სკანირებული pdf ვერსია);
- მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
- ბაკალავრის დიპლომის სკანირებული PDF ვერსია;
- ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
- სსსმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში (სკანირებული PDF ვერსია));
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სკანირებული PDF ვერსია). ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1 . (გთხოვთ იხ. ბრძანება);
- რეკომენდაცია ინგლისურ/ქართულ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
- სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია);
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე);
გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 1 ნოემბრის 14 საათამდე!
სტიპენდია მოიცავს:
- სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
- ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
- ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:
- არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (1 ნოემბრის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
- არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
- სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
- გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
- აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
- ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
- მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე!
გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:
- თსუ-ს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge