საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში (ERASMUS+ ICM, Bilateral Exchange Programs, MEVLANA და სხვ.) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.

 

 

რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი პროგრამების მართვის პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით  2021 წლის 30 აგვისტოდან, 30 სექტემბრის 18 საათის ჩათვლით.   

 

ტესტირების გავლის უფლება აქვთ 2021/22 სასწავლო წელს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!* 

 

ტესტირება ჩატარდება შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული

 

ტესტირება გაიმართება: 2021 წლის 6 ოქტომბერს 10:00 საათზე, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (მის.: უნივერსიტეტის ქ. №11). 

 

 

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ: დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრების ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას (თემის სირთულიდან გამომდინარე), აღნიშნულის თობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან ენის ტესტირებაზე.  გთხოვთ, შესაბამისი ცნობა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე reference@tsu.ge არაუგვიანეს ა/წ 29 სექტემბრის 18 საათისა

 

 

გთხოვთ იხილოთ თსუ-ს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

 

 

ხშირად დასმული კითხვები: უცხო ენის ტესტირება