- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- კონტაქტი
- გვერდის რუკა
თსუ-ს სამივე საფეხურის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ნაკლები შესაძლებლობების სტატუსი პორტოს უნივერსიტეტში, მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ტრაზ-უჟ-მონტიშისა და ალტუ-დორუს უნივერისტეტში (პორტუგალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული MIND კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კონკურსი გამოცხადებულია მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ფლობენ ნაკლები შესაძლებლობების სტატუსს (Students with Fewer Opportunities) და შეუძლიათ წარმოადგინონ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული აღნიშნული სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი.
მობილობა განხორციელდება 2027/2028 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრში.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 5 თვე
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + დამატებითი ყოველთვიური დახმარება 250 ევროს ოდენობით ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტისათვის (top-up) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო დაზღვევის დაფინანსება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
განაცხადების მიღება იწარმოებს: 2026 წლის 16 ნოემბრის 23:59 საათის ჩათვლით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://mindicm25.up.pt/
არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!!!
საბუთების მიღების პროცედურებზე და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში:
- ხშირად დასმული კითხვები
- განაცხადის გაკეთების სახელმძღვანელო
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge