საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის მეორე და დოქტორანტურის საფეხურის  მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS - საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ევორას უნივერისტეტში (პორტუგალია)!

 

 

!!!ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და პორტუგალიაში

 

 

მინიოს უნივერსიტეტი PEERS საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კონსორციუმის ორ პარტნიორთან, ავეიროს უნივერსიტეტთან და ევორას უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს აპლიკაციის მიღებას ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის მეორე, დოქტორანტურის საფეხურის მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.

 

მობილობის პერიოდი: 2021 წლის შემოდგომის სემესტრი ან 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი

მობილობის ხანგრძლივობა: 4 თვე

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  • ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტების შეფასება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მინიოს უნივერსიტეტი)

 

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ვებ-გვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განაცხადის გაკეთების სახელმძღვანელო.

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. B2 დონეზე უცხო ცოდნის დამადასტურებელი ცნობა;
  5. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  6. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  8. მაგისტრატურის დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  9. მაგისტრატურის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  10. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად გადადით PEERS საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ბმულზე, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. 
  11. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. 
  12. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (Letter of Interest) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ)(მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის).
  13. საკვლევი გეგმის მონახაზი.

 

 

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 მარტი!

განაცხადის გაკეთება პრიორიტეტების მიხედვით შესაძლებელია სამივე უნივერსიტეტზე!

 

 

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ: დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრების ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას (თემის სირთულიდან გამომდინარე), აღნიშნულის თობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან აღნიშნულ კონკურსზე.

 

 

სტიპენდია მოიცავს:

 

  • სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით;
  • ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით.

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები: 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

 

  • არასრული აპლიკაცია არ განიხილება;
  • ყველა დოკუმენტი უნდა ატვირთოთ PDF ფორმატში;
  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა PCR ტესტირება (ერთ- ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ. 
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე!
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge