საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ორმხრივი საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ფარგლებში, თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების და უნივერსიტეტების მიხედვით:

 

1. სტიპენდიების ჩამონათვალი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის:

 

ესტონეთი:

ტარტუს უნივერსიტეტი  
სტიპენდიის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად) და ადგილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში.
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ლატვია:

ლატვიის უნივერსიტეტი  
სტიპენდიის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად).
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ლიეტუვა:

ვილნიუსის უნივერსიტეტი
სტიპენდიის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად) და  ადგილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში.
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი  
სტიპენდიის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად) და ადგილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში.
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

სლოვაკეთი:

ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტი
სტიპენდიის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად) და  ადგილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში.
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ჩეხეთი:

კარლოვის უნივერსიტეტი  
სასწავლო მიმართულებები: Faculty of Social SciencesFaculty of ArtsFaculty of Mathematics and Physics
სტიპენდიის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად).
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი


 

2. სტიპენდიების ჩამონათვალი მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის:

 

პოლონეთი:

ვარშავის უნივერსიტეტი  
სტიპენდიის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად). სტიპენდიის ზუსტ რაოდენობაზე გადაწყვეტილებას მიმღები უნივერსიტეტი იღებს გაცვლითი სტუდენტის წარდგენის შემდეგ.
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი


 

3. სტიპენდიების ჩამონათვალი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის:

 

ჩეხეთი:

კარლოვის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები: Faculty of Social SciencesFaculty of ArtsFaculty of Mathematics and Physics
სტიპენდიის პირობები: ყოველთვიური სტიპენდია (საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად). 
მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი


 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა. მოცემული კონკურსის მიზნებისთვის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ დოკუმენტად მიიჩნევა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; 

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2020 წლის 5 ოქტომბერი ან 2021 წლის 2 მარტი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური).

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის დამდასტურებელი ცნობა (აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  6. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  8. მაგისტრატურის დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  9. მაგისტრატურის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  10. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად გადადით სასურველი ევროპული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1 
  11. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  12. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. 
  13. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (Letter of Interest) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ)(მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის).

 

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 19 მარტის 14 საათამდე!

 

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ: დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრების ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას (თემის სირთულიდან გამომდინარე), აღნიშნულის თობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან კონკურსზე.

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (19 მარტის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • უნივერსიტეტების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებ-გვერდზე! 
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა PCR ტესტირება (ერთ- ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ. 
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე!
  • მოცემული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო მგზავრობისა და სავიზო მოსაკრებლის ანაზღაურება; შესაბამისად, ეს ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
  • საერთო საცხოვრებელში ოთახის რეზერვაციისთვის აუცილებელია წინასწარი ჯავშნის გადახდა, რომლის ოდენობაც იცვლება ქვეყნის, ქალაქის და საერთო საცხოვრებლის ტიპის მიხედვით.
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე exchange@tsu.ge