საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ში დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალისთვის მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ევორას უნივერისტეტში (პორტუგალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და პორტუგალიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

მინიოს უნივერსიტეტი PEERS საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კონსორციუმის ორ პარტნიორთან, ავეიროს უნივერსიტეტთან და ევორას უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს აპლიკაციის მიღებას გაცვლით პროგრამაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის პერსონალს.

 

 

მობილობის პერიოდი: 2023 წლის შემოდგომის სემესტრი

 

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით შემდეგ ვებ-გვერდზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთშესაბამისი სახელმძღვანელო

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
  3. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  4. სამუშაო გეგმის მონახაზი ინგლისურ ენაზე; 
  5. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
  6. ენის დამადასტურებელი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე;
  7. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე;
  8. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (pre-acceptance) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის/ადმინისტრაციული ერთეულის მიერ);

 

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა: 2023 წლის 31 მაისი!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 

 

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არასრული აპლიკაცია არ განიხილება!
  • ყველა დოკუმენტი უნდა ატვირთოთ PDF ფორმატში.

 

ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის (ბუსტერ დოზის ჩათვლით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილის მიერ.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge