საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე  და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ხრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის შემდეგი მიმართულებების სტუდენტებისთვის:

  • პოლიტიკის მეცნიერებები
  • იურიდიული
  • ეკონომიკა

 

მობილობის პერიოდი: 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრი

 

შემოთავაზებული კურსების, ინგლისური ენის სერტიფიკატისა და მინიმალური ქულის შესახებ (რომელიც განსხვავებულია სასწავლო პროგრამების მიხედვით) ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ ხრონინგენის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს!!!

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge.