საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ლაკვილას უნივერსიტეტში (იტალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და იტალიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან იტალიურ ენას:

 

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი): 

  • მათემატიკა;
  • კომპიუტერული მეცნიერებები;
  • ფიზიკა;
  • ქიმია.

 

მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 

 

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:  

  • იტალიური ენის შემთხვევაში: CILS (B2), PLIDA (B2);
  • ინგლისური ენის შემთხვევაში: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2022 წლის 7 მარტის ან 2022 წლის 5 ოქტომბრის ტესტირების შედეგი);

ან

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა სწავლების ენის მითითებით, სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დ) თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ;

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული pdf ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე 
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (სკანირებული pdf ვერსია); 
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული PDF ვერსია;
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  7. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა;
  8. სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში  (სკანირებული  PDF   ვერსია));
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სკანირებული PDF ვერსია). ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ ლაკვილას უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსებიმოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1 (გთხოვთ იხ. ბრძანება N 15/04; ბრძანება N33/04)
  10. რეკომენდაცია ინგლისურ ან იტალიურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  11. სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია).

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად 2023 წლის 5 იანვრის 14 საათამდე!

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (5 იანვრის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე.

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2023 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე!

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge