საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

 

 

ავსტრია

ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტი 

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): სოციოლოგია, ტურიზმი, რეგიონული გეორგრაფია, ლანდშაფტის დაგეგმარება და საზოგადოებრივი გეოგრაფია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ბელგია

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თეოლოგია, ფილოსოფია, ეთიკა, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, საჯარო პოლიტიკა, პოლიტიკის მეცნიერება, კულტურის კვლევები, ევროპული კვლევები.

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (3 თვე)

 

გერმანია

ზაარლანდის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ესპანეთი

კადისის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

         

თურქეთი

ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

პოლონეთი

იაგელონიის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

          

ჩეხეთი

პალაცკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია

მობილობის პერიოდი: 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

        

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული,თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

 

  1. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;
  2. გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate
  3. ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELF, DALF
  4. იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  CILS, PLIDA
  5. ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELE, eLADE

 

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი, 2020 წლის 5 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

 

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ)

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე, სემესტრის მითითებით;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  7. მაგისტრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
  8. მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
  10. რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);
  11. მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
  12. საკვლევი გეგმის მონახაზი არაუმეტეს 2 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
  13. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (Letter of Interest) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);
  14. სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 4 ნოემბრის 13 საათამდე!

 

შენიშვნა: ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!

 

* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრების (მინიმუმ 3 სემესტრი) დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!

 

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

გასაუბრებების დრო და თარითი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე მითითებულ მეილზე;

აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებგვერდზე!

 

ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ანდ გადადებულ იქნას 2021 წლის შემოდგომის სემესტრამდე!

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;