საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში (ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობა, ორმხრივი ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამები და სხვ.) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.

ტესტირებაზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 2022 წლის 22 აგვისტოდან 30 სექტემბრის 15 საათის ჩათვლით.   

 

ტესტირების გავლის უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!*

*დოქტორანტურის საფეხურის ის აპლიკანტები, რომელთათვის 2022-23 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი არის მე-5 ან უფრო მაღალი, ტესტირებაზე დაიშვებიან იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც დადასტურდება, რომ აპლიკანტს სადოქტორო პროგრამის დასასრულებლად ესაჭიროება მინიმუმ 2 სემესტრი (2022-23 აკადემიური წელი). აუცილებელია, რომ აღნიშნული ცნობა (შესრულებული ფაკულტეტის ბლანკზე და დამოწმებული ავტორიზებული ხელმოწერითა და ბეჭდით) გამოგზავნილ იქნას მეილზე  reference@tsu.ge არაუგვიანეს ა/წ 30 სექტემბრის 15 საათისა. 

 

ტესტირება ჩატარდება შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული.

 

ტესტირება გაიმართება 2022 წლის 5 ოქტომბრის 10:00 საათზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11, თბილისი).  ტესტრირების ხანგრძლივობაა 3 საათი.

 

თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული საერთაშორისო მობილობის და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ: