eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 24/01/2025

ბრძანების N:: 3/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2.1-ის საფუძველზე

ვბრძანებ:

 

1. ჩატარდეს „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

 

2. „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 10 000 ლარი;

 

2.  პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს;

 

3. დეტალური ინფორმაცია „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ იხილეთ ბმული

 

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი 1 და შესავსები ბიუჯეტის ფორმა)

 

5. საკონკურსო პროექტების ფაკულტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში (კანცელარიაში) განაცხადის შემოტანის ვადა: 2025 წლის 26 თებერვალი, 17:00 სთ;

 

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2025 წლის 15 მარტამდე;

 

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2025 წლის 1 აპრილიდან -1 აგვისტომდე;

 

8. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა - კომისიის  თავმჯდომარე, ასოცირებული  პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი;
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • მარიამ გერსამია - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
  • ნინო დურგლიშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • თინათინ მაჭარაშვილი - ასისტენტ პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.
  •  

9. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

 

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.