საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
თარიღი
სასწავლო პროცესში სტუდენტთა მაქსიმალურად ეფექტიანად ჩართვისა და სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისას წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№06/01-01                                          05. 04. 2012
სასწავლო პროცესში სტუდენტთა მაქსიმალურად ეფექტიანად ჩართვისა და სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისას წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.     დაევალოთ ტუტორის ფუნქციის შესრულება და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ოპტიმალური ფორმირებისათვის სტუდენტთა კონსულტირება, 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასრულებამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემდეგ თანამშრომლებს:
•    ნაზირა კაკულია (ასოცირებული პროფესორი)
•    მალხაზ ჩიქობავა (ასოცირებული პროფესორი)
•    იზა ნათელაური (ასოცირებული პროფესორი)
•    მურმან ცარციძე (ასოცირებული პროფესორი)
•    ნატო კაკაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
•    მანანა ლობჟანიძე (ასისტენტ პროფესორი)
•    მარინა ტაბატაძე (ასისტენტ პროფესორი)
•    ლალი ხურცია (ასისტენტ პროფესორი)
•    ლელა ჯამაგიძე (ასისტენტ პროფესორი)
•    თამარ ლაზარიაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
•    ნინო ფარესაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
•    ეკა გულუა (ასისტენტ პროფესორი)
•    მალხაზ ფარცვანია (მასწავლებელი)
•    ქეთევან ჩიტალაძე (პროფესორის ასისტენტი)
•    ნატო ჭელიძე (პროფესორის ასისტენტი)
•    შორენა დავითაია (პროფესორის ასისტენტი)
•    გულადი ნაკაშიძე (პროფესორის ასისტენტი)
•    თამარ ათანელიშვილი (ასისტენტ პროფესორი)
•    ლეილა ქადაგიშვილი (ასისტენტ პროფესორი)

2.   ტუტორის ფუნქციის შესრულება განხორციელდეს #1 დანართში მოცემული განრიგის მიხედვით.
3.    დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს მიაწოდოს ტუტორებს სასწავლო პროგრამები.
4.    დაევალოს კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დეკანის მოადგილეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში.
5.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                        აკაკი ხელაძე
სრულად

ბრძანების N: 06/01-01

ბ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურზე არასაფაკულტეტო სასწავლო კურსების სწავლებასთანდ აკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№07/01-01                                          10. 04. 2012

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურზე არასაფაკულტეტო სასწავლო კურსების სწავლებასთანდ აკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსაზღვროს არასაფაკულტეტო სასწავლო კურსების ჩამონათვალი, რომლის შეთავაზებაც შესაძლებელია თსუ სხვა ფაკულტეტების მიერ წინაპირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით:
  2. დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს რეგისტრაციის დაწყებამდე ორი თვით ადრე განახორციელოს სხვა ფაკულტეტების შესაბამის სამსახურებთან არასაფაკულტეტო სასწავლო კურსების შეთავაზებასთან დაკავშირებული საკითხების (სასწავლო კურსების ჩამონათვალი; სტუდენტთა სავარაუდო რაოდენობა; სასწავლო კურსების სავარაუდო განრიგი; სავარაუდო დატვირთვა და ა.შ.) შესახებ ინფორმაციის მიწოდება სწავლებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების შეთანხმების მიზნით;
  3. დაევალოს კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დეკანის მოადგილეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში.
  4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.



ფაკულტეტის დეკანის მ.შ.                                            აკაკი ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 07/01-01

სასწავლო პროცესში სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენის ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№08/01-01                                          12. 04. 2012

სასწავლო პროცესში  სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენის ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
  1. დაევალოს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ძირითად  საშტატო და მოწვეულ აკადემიურ პერსონალს მისივე მიზეზით გამოწვეული გაცდენილი მეცადინეობის შესახებ  ახსნა–განმარტებითი ბარათი წარუდგინოს მონიტორინგის სამსახურს არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში;
  2. დაევალოს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ძირითად  საშტატო და მოწვეულ აკადემიურ პერსონალს მისივე მიზეზით გამოწვეული ან დასვენების დღეებით განპირობებული გაცდენილი მეცადინეობის აღდგენის თარიღის  შესახებ  მიაწოდოს  ინფორმაცია ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში;
  3. დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს განახორციელოს  გაცდენილი მეცადინეობის აღდგენისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი აუდიტორიის  გამოყოფა არაუგვიანეს 1 დღისა;
  4. დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს მიაწოდოს  გაცდენილი მეცადინეობის აღდგენის განრიგი ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებს (კათედრებს) და მონიტორინგის სამსახურს;
  5. ეთხოვოს მონიტორინგის სამსახურს სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენისა  და აღდგენის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
  6. დაევალოს კონტროლი ბრძანების  შესრულებაზე  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
  7. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                          ა. ხელაძე
სრულად

ბრძანების N: 08/01-01

ფაკულტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამივლინებო თანხების გეგმაზომიერად განკარგვის მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№09/01-01                                          27. 04. 2012

ფაკულტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამივლინებო თანხების გეგმაზომიერად განკარგვის მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. განისაზღვროს სამივლინებო დაფინანსების მიღების მოთხოვნისას ფაკულტეტის კალცელარიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
    ა) განცხადება დეკანის სახელზე;

    ბ) ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწვევა);

    გ) სამგზავრო ბილეთის ჯავშანი;

    დ) სასტუმროს ჯავშანი.

  2. გადაწყვეტილებას სამივლინებო დაფინანსების გაცემის თაობაზე იღებს დეკანი და დეკანის მოადგილეები;
  3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
  4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                    ა.  ხელაძე
სრულად

ბრძანების N: 09/01-01

ფაკულტეტზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№10/01-01                                          30. 04. 2012

ფაკულტეტზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. დაევალოს ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებს ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია (ელექტრონული ფორმით) მიაწოდონ ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ღონისძიების დაგეგმვისა და დასრულების ეტაპებზე;
  2. დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს განათავსოს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია დაგეგმვის და დასრულების ეტაპებზე;
  3. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სისტემატურად განაახლოს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია;
  4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში;
  5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.




თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                    ა. ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 10/01-01

ფაკულტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამივლინებო თანხების გეგმაზომიერად განკარგვის მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№11/01-01                                          14. 05. 2012

ფაკულტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამივლინებო თანხების გეგმაზომიერად განკარგვის მიზნით

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილებები და დამატებები დეკანის №9 ბრძანებაში (27.04.2012წ.) და  ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,განისაზღვროს სამივლინებო დაფინანსების მიღების მოთხოვნისას ფაკულტეტის კანცელარიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და დოკუმენტების წარმოდგენის ვადა.”
  2. შევიდეს ცვლილებები და დამატებები დეკანის №9 ბრძანებაში (27.04.2012წ.) და  ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს “ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
    ,,დოკუმენტების წარმოდგენა ფაკულტეტის კანცელარიაში მოხდეს ღონისძიების ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 1 თვისა”.
  3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                    ა.  ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 11/01-01

2011-12 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№14/23_01                                                 03.07.2012

2011-12 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად  ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიები შემდეგი შემადგენლობით:
 
ბიზნესის  ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
თავმჯდომარე: სრ. პროფ. ი. კოვზანაძე
წევრები:  1. სრ. პროფ. ნ. თოდუა;
          2. სრ. პროფ. მ. მარგველაშვილი;
          3. სრ. პროფ. ე ხარაბაძე;
          4. სრ. პროფ. თ. შენგელია;
          5. ასოც. პროფ. ე. ლაგვილავა;
          6. ასოც. პროფ. ე. ჩოხელი;
   მდივანი: ასისტ. პროფ. ე. გულუა.
ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

თავმჯდომარე: სრ. პროფ. ე. მექვაბიშვილი
წევრები:  1. სრ. პროფ. ე.ხარაიშვილი;
          2. სრ. პროფ. ს. გელაშვილი;
          3. სრ. პროფ. რ. გველესიანი;
          4. სრ. პროფ. ნ. ხადური;
          5. სრ. პროფ. ი. ანანიაშვილი;
   6. ასოც. პროფ. ნ. კაკულია
     მდივანი: ასისტ. პროფ. თ. ლაზარიაშვილი.

 

2.     სამაგისტრო ნაშრომების დაცვა განხორციელდეს:
Aა) ილია ვეკუას სახელობის აუდიტორიაში  11.00 სთ. (უნივერსიტეტის ქ. #2)

ბიზნესის  ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

•    2012 წლის 16 ივლისს  _ მოდული:   მენეჯმენტი
                               მარკეტინგი        
•    2012 წლის 17 ივლისს  _ მოდული:  საერთაშორისო ბიზნესი  
                                      ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი     
•    2012 წლის 18 ივლისს  _ მოდული:  აღრიცხვა, აუდიტი
                             საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი
•    2012 წლის 19 ივლისს  _ მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე
•    2012 წლის 20 ივლისს  _ მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე

ბ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში, # 405 აუდიტორიაში 10.00 სთ. (ვაჟა-ფშაველას გამზ. #44.)

•    2012 წლის 16 ივლისს _ ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ყველა მოდული

3.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორცილებ პირადად;
4.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 14/23_01

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თსუ X (მაღლივი) კორპუსის აუდიტორიებისა და სხვა ფართის განთავისუფლებისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განთავსების სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისათვის
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№12/01-01                                          19. 06. 2012

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თსუ X (მაღლივი) კორპუსის აუდიტორიებისა და სხვა ფართის განთავისუფლებისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განთავსების სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისათვის

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და  დამხმარე პერსონალი გადავიდეს თსუ ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შენობაში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი, მიმდინარე წლის 21-22 ივნისს;
  2. ადმინისტრაციის, აკადემიური და  დამხმარე პერსონალის განთავსების სქემა წარმოადგინოს დეკანის მოადგილემ საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში არა უგვიანეს ა. წ. 20 ივნისისა;
  3. ა. წ. 23 ივნისს თსუ X (მაღლივი) კორპუსში ჩატარდეს მხოლოდ სააუდიტორიო მეცადინეობები;
  4. ა. წ. 20 ივნისს ჩატარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის დროებით გამოყოფილი ფართის (თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი) დასუფთავების და აღჭურვის ღონისძიებები;
  5. ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გაზაფხულის სემესტრში ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში;
  6. მაგისტრატურის გაზაფხულის სემესტრში ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შენობაში, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზ. 44.
  7. გამოცდების ცხრილები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს ფაკულტეტი გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 19 ივნისისა.
  8. ამ ბრძანებით შესასრულებელი ღონისძიებების დროულად განხორციელება დაევალოთ დეკანის მოადგილეებს;
  9. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
  10. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                            ა. ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 12/01-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 29.05.2012 ბრძანება №67/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№13/23-01                                          29. 06. 2012
ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 29.05.2012  ბრძანება №67/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შეიქმნას საკონკურსო საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი  ნინო ბუჯიაშვილი  -  აპარატის უფროსი, 2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. სპეციალისტი  ნანა მაისურაძე 3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფრ. სპეციალისტი ლალი ჩიკვილაძე;
  2. დაევალოს საკონკურსო საბუთების მიმღებ აპარატს  2012 წლის 2 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ.   შაბათ-კვირის გარდა (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 44 (ტურიზმის საერთაშორისო სკოლა), ოთახი N213);
  3. განისაზღვროს საკონკურსო განცხადებების  /დოკუმენტაციის/  მიღების ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღე  _ 2012 წლის  16 და 17 ივლისი (10.00 - 17.00 სთ., შესვენება 13.00 -14.00 სთ.) შესაბამისი დოკუმენტაციის განმეორებით წარმოდგენის მიზნით იმ შემთხვევებისთვის,  თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ დარღვეული იქნება განაცხადებისა და კონკურსანტის ანკეტის წარმოდგენის მოთხოვნები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის 17/2012 დადგენილების მე-9 პუნქტის შესაბამისად.
  4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორცილებ პირადად;
  5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 13/23-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების (თსუ რექტორის 16.07.2012 ბრძანება #86/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
დეკანის   ბრძანება

N#15/23_01                                                 27.07.2012

ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012-2013 სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების   (თსუ რექტორის 16.07.2012 ბრძანება #86/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფროსი ეთერ გიგაური;  2. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი  სოფიო ოდიშარია 2. პროფესორის ასისტენტი რუსუდან მაისურაძე;
2.    დაევალოს შიდა მობილობის  საბუთების მიმღებ აპარატს სოფიო ოდიშარიას და რუსუდან მაისურაძეს  2012 წლის 30  ივლისიდან 6 აგვისტომდე, ხოლო ეთერ გიგაურს და  რუსუდან მაისურაძეს  2012 წლის 6 აგვისტოდან 10 აგვისტოს  ჩათვლით შიდა მობილობის  საბუთების მიღება 9.00 საათიდან 18.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ, შაბათ-კვირის გარდა.
3.    განისაზღვროს შიდა მობილობის  განცხადებების  /დოკუმენტაციის/  მიღების შემდეგ კრედიტების აღიარების კომისიისათვის დოკუმენტაციის გადაცემა 13 აგვისტო.

4.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორცილებ პირადად;
5.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე


სრულად

ბრძანების N: 15/23_01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N#16/23_01                                                22. 08. 2012



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    შეიქმნას თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების  დროებითი საატესტაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
დეკანი აკაკი ხელაძე _ თავ-რე
წევრები:
სრული პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
სრული პროფესორი ნუგზარ თოდუა
სრული პროფესორი ირაკლი კოვზანაძე
სრული პროფესორი ქეთევან მარშავა
სრული პროფესორი იური ანანიაშვილი
ასოცირ. პროფესორი ენვერ ლაგვილავა
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი  ბაბულია მღებრიშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნანა მაისურაძე - მდივანი
2.    ბრძანებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
3.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესი
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                                                    ა. ხელაძე


სრულად

ბრძანების N: 16/23_01

2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტურაში მობილობის პროცესის ორგანიზებულად ჩატარებისთვის
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N#17/23_01                                                05. 09. 2012


2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტურაში მობილობის პროცესის ორგანიზებულად ჩატარებისთვის
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    შეიქმნას 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობაში მონაწილე დოქტორანტებთან სპეციალობაში გასაუბრების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
•    გიორგი ღაღანიძე – სრული პროფესორი,  დეკანის მოადგილე
•    რევაზ გველესიანი _ სრული პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
•    ეთერ ხარაიშვილი _ სრული პროფესორი
•    იური ანანიაშვილი _ სრული პროფესორი
•    ელგუჯა მექვაბიშვილი _ სრული პროფესორი

2.    ბრძანებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
3.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესიP
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                                            ა. ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 17/23_01

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის დამატებით ვადაში ჩატარების ორგანიზების მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

N#18/23_01                                                10. 09. 2012


სამაგისტრო ნაშრომების დაცვის დამატებით ვადაში ჩატარების ორგანიზების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.    დაინიშნოს სამაგისტრო ნაშრომების დაცვა 2012 წლის 20 სექტემბერს, თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-16 მუხლის, მე-3 პუნქტის, ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე;
2.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვის უფლება აქვთ იმ მაგისტრანტებს, რომლებიც ვერ გამოცხადნენ 2012 წელს 17 და 16-21…ივლისს  დანიშნულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვებზე საპატიო მიზეზით;
3.    წარმოადგინოს 2012 წლის 18 სექტემბრისათვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა იმ მაგისტრანტთა სია, რომლებსაც ექნებათ უფლება გავიდნენ 2012 წლის 20 სექტემბერს დანიშნულ დაცვაზე;
4.    გაუგრძელდეს ფუნქციონირების ვადა დეკანის  ა. წ. 3 ივლისის #14/23_01  ბრძანებით დამტკიცებულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიებს;                                            
5.    ბრძანებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
6.    ბრძანება განთავსდეს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე;
7.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესი
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                                            ა. ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 18/23_01

სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით,
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N#19/23_01                                            10. 09. 2012


სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    იმ შემთხვევებში, როდესაც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ერთი და იგივე სასწავლო დისციპლინა იკითხება სხვადასხვა აკადემიური პერსონალის და/ან მოწვეული ლექტორების მიერ, უზრუნველყოფილი უნდა იქნას სტუდენტთა შეფასების ერთიანი მიდგომა, რომელიც ფიქსირდება სასწავლო დისციპლინის სილაბუსში;
2.    საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინის სწავლების ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა აღნიშნული სასწავლო დისციპლინის სილაბუსში უცვლელია. სილაბუსში ცვლილებების შეტანის წესი განსაზღვრულია თსუ (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება 47/2011
25 მაისი, 2011,   საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა, თავი 2) და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესების მიხედვით;   
3.    საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინის საგამოცდო საკითხებისა და საგამოცდო ბილეთების უნიფიცირების მიზნით, მ.წ. 1 ოქტომბრამდე კათედრის ხელმძღვანელებმა დაასახელონ ის აკადემიური ან მოწვეული პირი, რომელიც მოახდენს საგამოცდო საკითხების ან ბილეთების შედგენას და შემდგომ გადაგზავნას საგამოცდო ცენტრში, საგამოცდო ცხრილის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში;
4.    ბრძანების პირველი და მეორე პუნქტებზე კონტროლი დაევალოს შესაბამისი კათედრების ხელმძღვანელებს;
5.    ბრძანების მესამე პუნქტით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებისათვის აუცილებელი საინფორმაციო-ნორმატიული მასალებით კათედრების უზრუნველყოფა და ბრძანების მესამე პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს;
6.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს  საგანმანათლებლო-სამეცნიერო საკითხებში;
7.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.



ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                             აკაკი ხელაძე



სრულად

ბრძანების N: 19/23_01

2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტობის კანდიდატებთან გასაუბრების ორგანიზებულად ჩატარებისთვის
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N #20/23_01                                                    12. 09. 2012


2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტობის კანდიდატებთან  გასაუბრების  ორგანიზებულად ჩატარებისთვის
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    შეიქმნას დოქტორანტობის კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგი შემადგენლობით:
•    აკაკი ხელაძე _ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი
•    გიორგი ღაღანიძე – სრული პროფესორი,  დეკანის მოადგილე
•    ირაკლი კოვზანაძე _ სრული პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
•    ნუგზარ თოდუა _ სრული პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
•    თემურ შენგელია _  სრული პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
•    მაია მარგველაშვილი _ სრული პროფ., სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
•    რევაზ გველესიანი _ სრული პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
•    ნოდარ ხადური _ სრული პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
•    ელგუჯა მექვაბიშვილი _ სრული პროფ., სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
•    ეკა ლეკაშვილი _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ.შ.
•    მანანა ლობჟანიძე _ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

2.    გასაუბრება ჩატარდეს ა. წ. 19 და 20 სექტემბერს, 14:00 სთ, 206-ე აუდიტორიაში;

3.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს გიორგი ღაღანიძეს;

4.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                                    აკაკი ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 20/23_01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 23.08.2012 ბრძანება №:111/01-01 ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
 N#21/23_01                                                 19.09.2012.
ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  სრული და  ასოცირებული პროფესორების  სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 23.08.2012  ბრძანება  №:111/01-01 ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფროსი ეთერ გიგაური;  2. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი  სოფიო ოდიშარია;
•    დაევალოს საკონკურსო საბუთების მიმღებ აპარატს  2012 წლის 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბერის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ.   შაბათ-კვირის გარდა (მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2,  ოთახი #608);
2.    განისაზღვროს საკონკურსო განცხადებების  /დოკუმენტაციის/  მიღების ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღე  _ 2012 წლის  8 და 9 ოქტომბერი (10.00 - 17.00 სთ., შესვენება 13.00 -14.00 სთ.) შესაბამისი დოკუმენტაციის განმეორებით წარმოდგენის მიზნით იმ შემთხვევებისთვის,  თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ დარღვეული იქნება განაცხადებისა და კონკურსანტის ანკეტის წარმოდგენის მოთხოვნები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის 17/2012 დადგენილების მე-9 პუნქტის შესაბამისად;
3.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე
სრულად

ბრძანების N: 21/23_01

თსუ რექტორის ბრძანებით N92/01-01 16.07.2012 დადგენილი აკადემიური რეგისტრაციის ვადების 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაცვის, სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით,
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№22/23-01                                          21.09.2012

თსუ რექტორის ბრძანებით N92/01-01 16.07.2012 დადგენილი აკადემიური რეგისტრაციის ვადების 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაცვის, სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის  მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. სემინარულ მეცადინეობებზე პედაგოგების მიერ არ დაიშვებიან სტუდენტები, რომლებსაც არა აქვთ გავლილი აკადემიური რეგისტრაცია. გამონაკლისი დასაშვებია განხორციელდეს მობილობის წესით გადმოსული და სოციალურად დაუცველი კატეგორიის სტუდენტებისათვის; 
  2. სემინარულ მეცადინეობაზე დაშვებულ იქნან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც აკადემიური რეგისტრაცია გაიარეს კონკრეტულ სასემინარო ჯგუფში.
  3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს პედაგოგებისათვის სასწავლო ჯგუფებში რეგისტრირებული სტუდენტთა სიების მიწოდება სასწავლო პროცესის მართვის სისტემის (ბაზის) დახურვისთანავე. პედაგოგებმა სტუდენტთა აღრიცხვა განახორციელონ მხოლოდ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ მიწოდებული სტუდენტთა სიების მიხედვით. არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან ერთი კვირისა.
  4. სალექციო პერიოდის დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ყველა პედაგოგმა უნდა დააბრუნოს შევსებული უწყისი ყველა მიმდინარე შეფასებით. საგამოცდო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, უნდა დასრულდეს ფაკულტეტის მიერ შუალედური შეფასებების შეტანა სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში (თსუ გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია, მუხლი 7). ასევე ერთი კვირის ვადაში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გაცემული და დაბრუნებული უწყისების თანადობის შესახებ.
  5. სემინარული/პრაქტიკული მეცადინეობის ლექტორებმა უზრუნველყონ მიმდინარე შეფასებების კომპონენტების აღრიცხვა სემინარული მეცადინეობის დაწყებისთანავე.
  6. მიმდინარე შეფასების აღრიცხვისა და სილაბუსში აღნიშნული შეფასების სისტემის შესაბამისობა გაკონტროლდეს შესაბამისი კათედრების ხელმძღვანელების და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
  7. შეფასების სისტემაში დაშვებული შეცდომების გასწორება შესაძლებელია დადგენილი ფორმით ბაზის ადმინისტრატორის მიერ. (იხ. დანართი)
  8. მიმდინარე შეფასებების შესწორება ყოველი, კონკრეტული სემესტრისათვის, დაუშვებელია სასწავლო პროცესის ბოლო სასწავლო კვირის სასემინარო მეცადინეობიდან მე-7 კალენდარულ დღეზე გვიან.
  9. შეფასების სისტემის ცალკეული კომპონენტის აღდგენა (ყოველკვირეული ტესტი, სემინარი, საკონტროლო და ა.შ) შესაძლებელია სასწავლო დისციპლინის/კურსის სილაბუსში მითითებული ფორმით.
  10. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გაცნობა შესაბამისი კათედრებისა და სტუდენტებისათვის.
  11. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში.
  12. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                                                            ა. ხელაძე      


სრულად

ბრძანების N: 22/23-01

თსუ რექტორის ბრძანება N95/01/01 20.07.2012 ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის თაობაზე შესრულების მიზნით,
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№23/23-01                                          03.10.2012

თსუ რექტორის ბრძანება N95/01/01 20.07.2012 ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის თაობაზე შესრულების მიზნით, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

Y2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის ძალაში რჩება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ.შ. ბრძანება N08/01-01 12.04.2012. ლექცია-სემინარების აღდგენის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნას  დადგენილი ფორმით (იხ. დანართი 1);

  1. კათედრის ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ბრძანების გაცნობა აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის;
  2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში;
  3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ა. ხელაძე     
სრულად

ბრძანების N: 23/23-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №147/01-01 (31.10 2012)
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№24/23-01                      01.11.2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №147/01-01 (31.10 2012) ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  • ჩატარდეს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები ტურიზმის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრებზე 2012 წლის 1_2 ნოემბერს;
  • კათედრის მიერ არჩევნების შედეგების წარმოდგენა დეკანატში განხორციელდეს სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (კათედრების) სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით არაუგვიანეს 2012 წლის 5 ნოემბრის 13.00 საათისა;
  • ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ დეკანატში ფაკულტეტის საბჭოს წარმომადგენელთა სია წარმოადგინოს 2012 წლის 5 ნოემბრის 13.00 საათზე;
  • ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
  • დაევალოს კანცელარიას ბრძანების ასლი გადასცეს კათედრებსა და სტუდენტურ თვითმმართველობას;
  • ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 24/23-01

სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისას წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№25/23-01                                          21.11.2012

სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისას წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაევალოთ ტუტორის ფუნქციის შესრულება და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ოპტიმალური ფორმირებისათვის სტუდენტთა კონსულტირება, 2012-2013 სასწავლო წლის დასრულებამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემდეგ თანამშრომლებს:
    •    ხათუნა ბერიშვილი ( ასოცირებული პროფესორი)
    •    ნატო კაკაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    მარინა ტაბატაძე (ასისტენტ პროფესორი)
    •    ლალი ხურცია (ასისტენტ პროფესორი)
    •    ლელა ჯამაგიძე (ასისტენტ პროფესორი)
    •    ვალერი არღუთაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    თამარ ლაზარიაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    ნინო ფარესაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    ეკა გულუა (ასისტენტ პროფესორი)
    •    მალხაზ ფარცვანია (მასწავლებელი)
    •    ქეთევან ჩიტალაძე (პროფესორის ასისტენტი)
    •    თამარ ათანელიშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    ლეილა ქადაგიშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    დავით ნერგაძე (ასისტენტ პროფესორი)
    •    ეკა მეყანწიშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    ხათუნა ჩხიკვაძე (პროფესორის ასისტენტი)
  2. ტუტორის ფუნქციის შესრულება 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  განხორციელდეს №1 დანართში მოცემული განრიგის მიხედვით.
  3. დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს მიაწოდოს ტუტორებს სასწავლო პროგრამები.
  4. დაევალოს კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დეკანის მოადგილეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში.
  5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                         აკაკი ხელაძე

სრულად

ბრძანების N: 25/23-01