საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის კათედრა

 

1996 წლიდან, თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის აღდგენის დღიდან, კლინიკურ ბაზათა ასამბლეის წევრი გახლდათ პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი, რომელიც იმავდროულად  წარმოადგენდა პედიატრიის კათედრის კლინიკურ ბაზას.

კათედრის გამგე 1996-2002 წ გახლდათ პროფ. თამაზ  ჭურაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ,  2002 წლიდან დღემდე კათედრას ხელმძღვანელობს პროფესორი რუსუდან ქარსელაძე. აღსანიშნავია, რომ დღეს კათედრის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია მდიდარი გამოცდილების მქონე კადრებით: 3 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (რუსუდან ქარსელაძე,  ლია ჟორჟოლიანი,  ქეთევან ბარაბაძე) 2 მოწვეული პედაგოგი, მედიცინის დოქტორი (ლალი საგინაძე,  ირინა სულაბერიძე). კათედრა აქტიურადაა ჩართული როგორც რეზიდენტების, ასევე დოქტორანტების მომზადებაში. დღეისათვის პედიატრიის კათედრაზე 4 დოქტორანტია აქტიური სტატუსით, (2-ის სტატუსი შეჩერებულია დროებით), 4-მა წარმატებით დაიცვა ხარისხი.

კათედრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო და საერთაშორისო კლინიკური კვლევების პროექტებში (ბოლო 5 წელიწადში 5 მულტიცენტრული კლინიკური კვლევა დასრულდა).  მრავალ ევროპულ და მსოფლიო კონფერენციებზე  თუ კონგრესებზე არის მოხსენებული კათედრაზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები. 

პედიატრიის კათედრის მიერ გახლდათ ორგანიზებული არაერთი საერთაშორისო კონფერენცია თუ კონგრესი. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, თსუ-ს იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია მასშტაბური საერთაშორისო, მსოფლიოს წამყვანი პედიატრების ჩართულობით.

 

პედიატრიის კათედრის თანამშრომლები:

 

  • რუსუდან ქარსელაძე  - პროფესორი
  • ლიანა ჟორჟოლიანი - ასოცირებული პროფესორი
  • ქეთევან ბარაბაძე  - ასოცირებული პროფესორი
  • ლალი საგინაძე - მოწვეული ლექტორი
  • ირინა სულაბერიძე - მოწვეული ლექტორი