ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2.1-ის საფუძველზე ვბრძანებ:
1. ჩატარდეს „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსი;
2. „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 10 000 ლარი;
2. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს;
3. დეტალური ინფორმაცია „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ იხილეთ დანართი 1.
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი 2 და შესავსები ბიუჯეტის ფორმა);
5. საკონკურსო პროექტების ფაკულტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში, კანცელარიაში როგორც მატერიალური, ასევე CD-ზე ჩაწერილი სახით წარდგენის ვადა: 2024 წლის 5 მარტი, 17:00 სთ.
6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 15 მარტამდე.
7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2024 წლის 1 აპრილიდან -1 აგვისტომდე;
8. პროექტების შერჩევას ახორციელებს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
- გიორგი გოგსაძე - პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
- მარიამ გერსამია - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
- კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
- ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
- სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
- თინათინ მაჭარაშვილი - ასისტენტ პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- თეა ვახანია - ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.
9. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.