სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2023“ განხორციელების შესახებ ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამათა საგნების სახელმძღვანელოების შექმნისა და განახლების კონკურსი;
2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;
3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება: მაქსიმუმ - 5 000 ლარი; არსებულის (2018 წლამდე გამოცემულის) განახლება: მაქსიმუმ - 2 500 ლარი;
4. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში საგანზე თითოეულ წელს დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70 სტუდენტისა;
5. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;
6. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;
7.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვს ერთი სახელმძღვანელო მაინც;
8. პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც „სახელმძღვანელოების პროექტის“ ფარგლებში არ მიუღია დაფინანსება;
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1) განცხადება დეკანის სახელზე;
2) სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა);
3) სავარაუდო სარჩევი (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, სარჩევში ნათლად უნდა ჩანდეს თითოეული ავტორის წვლილი);
4) ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის ბაზაზე იქმნება/განახლდება სახელმძღვანელო;
5) სახელმძღვანელო, რომლის განახლებაც სურს კონკურსანტს;
10. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე
11. საკონკურსო პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – 2023 წლის 2 მარტი, 13.00 სთ;
12. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2023 წლის 15 მარტამდე;
13. დასრულებული პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა:
სახელმძღვანელოს განახლების შემთხვევაში – 2023 წლის 1-ლი ნოემბერი
ახალი სახელმძღვანელოს შექმნის შემთხვევაში - 2024 წლის 1-ლი მარტი
14. დასრულებული პროექტის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პროექტი არ განიხილება;
15. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
16. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;
17. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა– კომისიის თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი.
- მანანა შამილიშვილი – კომისიის მდივანი, პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- თამარ დოლბაია – პროფესორი, დეკანის მრჩეველი;
- რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
- გიორგი გოგსაძე-პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
- მარიამ გერსამია – პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
- იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
- ფიქრია ასანიშვილი – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
- თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
15. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.