საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“

შაბათს, 13 მარტს 21:00 საათზე გაიმართება  დოქტორი იუ-ვეი ჩენის საჯარო ლექცია თემაზე "ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში".

 

შეხვედრის ენა: ქართული, ინგლისური

შეხვედრა ჩატარდება zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით და ასევე მედიცინის ფაკულტეტის ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული იქნება ლაივ  რეჟიმში.

შეხვედრის ლინკი: https://zoom.us/j/8637799360

 

ხელოვნური ინტელექტი ხდება მედიცინისა და პაციენტის დიაგნოსტირების განუყოფელი ნაწილი და სტომატოლოგია არ არის გამონაკლისი. ხელოვნური ინტელექტი შესალებლობას გვაძლევს მარტივად და სწრაფად გავაკეთოთ დიდი მონაცემთა ბაზის ანალიზი. საჯარო ლექციაზე განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტის პრინციპები,  როგორ მუშაობს ის და რა არის მისი საფუძვლები. ასევე, განიხილება ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები თანამედროვე სტომატოლოგიაში და წარმოდგენილი იქნება ინტერ-პროფესიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობა კლინიცისტებს, მკვლევარებსა და ინჟინრებს შორის, რაც არის ხელოვნური ინტელექტის გასაღები სტომატოლოგიაში. ხელოვნური ინტელექტი ასევე შესაძლებელს ხდის კლინიცისტებმა და მკვლევარებმა იმუშაონ ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, რაც ამცირებს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გეგმის შემუშავების დროს. ლექციაზე ასევე განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები განათლებასა და კვლევაში.

 

დოქტორი იუ-ვეი ჩენმა სტომატოლოგიური განათლება მიიღო ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტში, ტაივანში 2011 წელს. ორთოპედი სტომატოლოგიისა და მეცნიერების მაგისტრის საგანმანათლებლო სრული კურსი დაასრულა ტაფტის უნივერსიტეტში, 2018 წელს. ის არის ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ტაფტის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლაში. დრ. ჩენი ლექციებს ატარებს საერთაშორისო მასშტაბით, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, არის ჟურნალ „ესთეტიკური და რესტავრაციული სტომატოლოგია და პირის ღრუს კლინიკური გამოკვლევის“ რევიუერი.

 

დოქტორი ჩენი არის ამერიკის ორთოპედ სტომატოლოგთა ბორდის დიპლომატი და ამერიკის ორთოპედიული სტომატოლოგიის კოლეჯის სრულუფლებიანი წევრი. ის ასევე არის იმპლანტოლოგიის საერთაშორისო გუნდისა (ITI) და ოსტეოინტეგრაციის აკადემიის აქტიური წევრი. მისი კვლევები ფოკუსირებულია ციფრულ სტომატოლოგიაზე, დენტალურ იმპლანტოლოგიაზე და ხელოვნურ ინტელექტზე სტომატოლოგიაში.

 

შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებას გაგვწებს თსუ-ს კურსდამთავრებული, ამჟამად ტაფტის უნივერსიტეტის (ბოსტონი, აშშ) ასისტენტ პროფესორი, დოქტორი მარიამ მარგველაშვილი.

თარიღი: 07/03/2021