მედიცინის ფაკულტეტი
უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორია დასაბამს 1918 წელს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის და მასში სამედიცინო ფაკულტეტის დაარსებიდან იღებს. 1919 წელს სამკურნალო ფაკულტეტი დაარსდა დამოუკიდებელი ფაკულტეტის სახით, ხოლო 1929-1930 სასწავლო წლის ბოლოს მან უნივერსიტეტში არსებობა შეწყვიტა. 1994 წელს თსუ-ში უმაღლესი სამედიცინო განათლება აღდგა, ხოლო 2000 წელს მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ფაკულტეტი. ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ დეტალურად>>
დოქტორანტ ხათუნა სოხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს პირველი ონლაინ შეხვედრა
JSTOR სამეცნიერო ელექტრონული ბაზა - უფასო წვდომა უნივერსიტეტის მიღმა სივრციდან
ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის შესახებ
უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა კურსდამთავრებულებისათვის და დამსაქმებლებისათვის
საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის
პანდემიის დროს კლინიკური სწავლება
ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის
წიგნი - სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში
ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“
თსუ-ს კურსდამთავრებულები
დავით რეხვიაშვილი
დავით რეხვიაშვილმა დაამთავრა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი. 2012 წლიდან დღემდე არის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი; 2003 წლიდან დღემდე არის “პედიატრი” - ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი. 2011- 2012 წლებში დავითი იყო „ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს" ბავშვთა ორთოპედიული დეპარტამენტის პედიატრი, 2004-2009 წლებში კი მიმღები დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ედვარდ ლიმონჯიანი
"მე გახლავართ ედვარდ ლიმონჯიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (2019 წლის გამოშვება). ამჟამად ვარ კარდიოქირურგიის რეზიდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ასევე აქტიურად ვარ ჩართული სტუდენტების მომზადებაში ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის (USMLE). ჩემი კვლევის სფეროა კარდიოქირურგიული სიმულაციები სიმულატორების გამოყენებით."
სოსო ჯახია
"2003 წელს ჩავაბარე თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტზე სამკურნალო საქმის სპეციალობით, რომელიც დავამათავრე 2009 წელს. 2010 - 2013 წლებში ვსწავლობდი თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრატურაში და მომენიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2009 წლიდან ვმუშაობდი საჯარო და სხვადასხვა კერძო სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან დღემდე ვმუშაობ ბათუმის სამედიცინო ცენტრის კლინიკურ დირექტორად."
ვლადიმერ გურუშიძე
ვლადიმერ გურუშიძემ დაამთავრა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი 2003 წელს. იგი 2004 წლიდან მუშაობს აკად. გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით. 2013 წლიდან ქირურგიის დეპარტამენტის პოსტოპერაციული რეანიმაციის ხელმძღვანელია.
მარიამ მარგველაშვილი
მარიამ მარგველაშვილი მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულია. იგი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტაფტის უნივერსიტეტის (ბოსტონი, აშშ) ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი და ამერიკის ორთოპედიული სტომატოლოგიის ბორდის დიპლომატი.
მარიამს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და არის საერთაშორისო ჟურნალების რეცენზენტი.
სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი
პროგრამების დათვალიერება