
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული მეცნიერება.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: კომპიუტინგის დოქტორი.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: გია სირბილაძე, პროფესორი
პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი.
სწავლების ენა: ქართული

კომპიუტერის მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საზოგადოებაში მოითხოვს, რომ კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი ფლობდეს კომპიუტერულ მეცნიერებებს როგორც ზოგადად, ასევე ღრმა კერძო-სპეციალიზირებული მიმართულებით და შეეძლოს აწარმოოს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევა. კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორი არის უმაღლესი აკადემიური ხარისხი, რომელსაც ამ დარგში გასცემს ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მის მიზანს წარმოადგენს თანამედროვე, სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილებისა და სწავლის ბოლო, მესამე საფეხურის შესაბამისი მაღალი დონის ცოდნის მიღება. პროგრამის უმთავრესი კომპონენტი არის ინოვაციური სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც სრულდება გამოცდილი მკვლევარის ხელმძღვანელობით. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ინდუსტრიული ან აკადემიური კარიერის არჩევა, სადაც მათ მიერ მიღებული გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები მისცემს მათ სწრაფი წინსვლის შესაძლებლობებს.

სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ფიზიკის, ბიზნეს-ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ან ტექნიკური დარგის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; თსუ-ს ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის მაგისტრი დამატებითი სპეციალობით (Minor) “კომპიუტერული მეცნიერება“ ან „ინფორმაციული ტექნოლოგიები“;
- სადოქტორო პროგრამაზე შემსვლელს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ან რედაქციის მიერ მინიჭებული სტატუსით გამოსაქვეყნებლად გადაცემული ერთი მაინც სამეცნიერო ნაშრომისტატია ზემოდ მოყვანილი მიმართულებების ( A.ალგორითმები; B. საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემები; C. გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა; D. ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა; E. კლასტერები და გრიდ-ქსელები) ა) ადგილობრივი ან საერთაშორისო მნიშვნელობის რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში ან ბ) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომთა კრებულში (თანაავტორობა დასაშვებია);
- გასაუბრება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივ სექციაზე;
- უცხოური ენის B 2 დონეზე ცოდნის დადასტურება;
- თსუ კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების მიმდინარე სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მე–2 პუნქტს, გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინონ რეფერატი სამომავლო კვლევებზე

პროგრამის ათვისების შედეგად დოქტორს აქვს კომპიუტერულ მეცნიერებათა ფუნდამენტური კონცეფციების ცოდნა, შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში და ცოდნის გადაცემა სტუდენტებისათვის. კერძოდ:
- ალგორითმების აგებისა და ანალიზის ზოგიერთი აქტუალური თემის როგორც რიცხვითი, ასევე თეორიული ასპექტების დამუშავება;
- სხვადასხვა სახის საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების ანალიზი და სინთეზი;
- რთული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის, იდენტიფიკაციის, კლასტერიზაციის, მართვის, ფილტრაციის, ალგორითმიზაციის, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის, და სხვ. ამოცანების გადაწყვეტა;
- სხვადასხვა სახის საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების ანალიზი და სინთეზი. კონკრეტულად კი რთული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის, იდენტიფიკაციის, კლასტერიზაციის, მართვის, ფილტრაციის, ალგორითმიზაციის, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის, და სხვ. ამოცანების გადაწყვეტა;
- შიფრაცია-დეშიფრაციის, ასევე ციფრული ხელმოწერის, ახალი მეთოდების სინთეზის პრობლემური ამოცანების გადაჭრა;
- კლასტერების აგება მძლავრი პერსონალური კომპიუტერების გაერთიანებით და მათი აღჭურვა ოპერაციული სისტემით.
ფუნდამენტურ კონცეფციებზე დაყრდნობით აქვს გამოკვლეული და გადაწყვეტილი რთული თეორიული, საინჟინრო ან გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო ამოცანა თავის სპეციალობასა და სპეციალიზაციასთან, ან მომიჯნავე სპეციალობებთან დაკავშირებულ არეებში. დოქტორანტს მუშაობის შედეგები გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს საერთაშორისო დონის ჟურნალებში და კონფერენციების მასალებში. შეუძლია თავისი დასკვნების, თუ მუშაობის შედეგების საჯარო წარმოდგენა და მათი მკაფიო დასაბუთება.