სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული მეცნიერება.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი:
პროგრამის ხელმძღვანელი - გია სირბილაძე, თსუ–ს პროფესორი,
კოორდინატორი - ირინა ხუციშვილი, თსუ–ს ასოცირებული პროფესორი.
პროგრამის მოცულობა:
35 კრედიტი (სასწავლო კომპონენტი), მათ შორის:
• 30 კრედიტი სავალდებულო სასწავლო კომპონენტი;
• 5 კრედიტი არჩევითი სასწავლო კურსები.
სწავლების ენა: ქართული
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი მკვლევარის მომზადება კომპიუტერული მეცნიერების დარგში (A. ალგორითმები; B. საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემები; C. გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა; D. ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა; E. კლასტერები და გრიდ-ქსელები);
- დარგის ფუნდამენტურ კონცეფციებზე დამყარებული, კომპიუტერული მეცნიერების თანამედროვე მიღწევების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა;
- კომპიუტერული მეცნიერებისა და/ან დარგთაშორისი სფეროებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების ხელშეწყობა, ეფექტური ჯგუფური მუშაობისთვის აუცილებელი კომუნიკაციის და სოციალური უნარების გამომუშავება.
სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:
1. კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ფიზიკის, ბიზნეს-ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ან საინჟინრო დარგის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
2. სადოქტორო პროგრამაზე შემსვლელს გამოქვეყნებული ან რედაქციის მიერ მინიჭებული სტატუსით გამოსაქვეყნებლად მიღებული უნდა ჰქონდეს ერთი მაინც სამეცნიერო ნაშრომი– სტატია მომავალ სადისერტაციო თემაზე ACM-მიერ განსაზღვრული კვლევების მიმართულებებით
ა) ადგილობრივი ან საერთაშორისო მნიშვნელობის რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში ან ბ) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომთა კრებულში (თანაავტორობა დასაშვებია);
3. გასაუბრება ფაკულტეტის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიასთან;
4. უცხოური ენის B 2 დონეზე ცოდნის დადასტურება.
კომპიუტერული მეცნიერების დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტთა დასაქმება შესაძლებელია შემდეგ სფეროებში:
- სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი თანამდებობები უმაღლეს სასწავლებლებში და კვლევით ინსტიტუტებში;
- პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიები;
- ახალი ტექნოლოგიების დამნერგავი ინდუსტრიული წარმოება;
- სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტი და კერძო ორგანიზაცია;
- საბანკო და საფინანსო, ასევე ბიზნეს და ჯანდაცვის ორგანიზაციები.
- კომპიუტერული მეცნიერების დოქტორს შეეძლება გააგრძელოს კვლევითი საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.