საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და წარმოდგენის ვადები

1.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატებმა საკონკურსო საბუთები  უნდა წარმოადგინონ 2021 წლის  15 თებერვლიდან  19 თებერვლის  ჩათვლით.

2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lali.chikviladze@tsu.ge

საბუთების  ჩამონათვალი:

ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);

დ) დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  სტუდენტის სასწავლო ბარათი.

შენიშვნა:

საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საბუთები მიღებას არ ექვემდებარება და განმცხადებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.

კონკურსანტის მიერ საბუთების მიღების ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

თარიღი: 29/01/2021