Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და წარმოდგენის ვადები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის საკონკურსო საბუთების  წარმოადგენის ვადები:  2022 წლის  9 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.

მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307.

საბუთების  ჩამონათვალი:          

ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);

დ) დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  სტუდენტის სასწავლო ბარათი.