საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი, უნდა წარადგინონ (ელექტრონული ფორმით):

ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ.დანართი);

ბ) სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);

გ) სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი); 

დ) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);

ე) საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან) პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი); 

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 22 მაისი, 18:00 სთ.

სტუდენტებმა დოკუმენტები ელექტრონული ფორმით  უნდა გამოაგზავნონ lms-ის საშუალებით, გთხოვთ, შეტყობინების კატეგორიაში აირჩიეთ ფაკულტეტი და სათაურში მიუთითოთ "განაცხადი - სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს", გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტები გაერთიანებული უნდა იყოს ერთ ფაილად, რადგან lms.tsu.ge -ის მეშვეობით ერთ შეტყობინებაში შესაძლებელია ერთი ფაილის ატვირთვა.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 79 97 40

თარიღი: 12/05/2020