Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა (ბაკალავრიატის საფეხური), რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი, უნდა წარადგინონ (ელექტრონული ფორმით):

 

ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. დანართი);
ბ) სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);
გ) სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი); 
დ) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);
ე) საბანკო რეკვიზიტი პირადი საბანკო ანგარიშის ნომრის მითითებით (ინტერნეტ ან მობაილბანკით მიღებული PDF ფორმატის დოკუმენტი, ასევე შესაძლებელია დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი); 
ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი).

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის  18 მაისი, 18:00 სთ.

 

სტუდენტებმა დოკუმენტები ელექტრონული ფორმით  უნდა გამოაგზავნონ lms.tsu.ge-ის საშუალებით, გთხოვთ, შეტყობინების კატეგორიაში აირჩიეთ "სასწავლო დეპარტამენტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი" და სათაურში მიუთითოთ "განაცხადი - სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს", გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტები გაერთიანებული უნდა იყოს ერთ ფაილად, რადგან lms.tsu.ge -ის მეშვეობით ერთ შეტყობინებაში შესაძლებელია მხოლოდ ერთი ფაილის ატვირთვა.
შენიშვნა: იმ სტუდენტების რეიტინგის დაანგარიშება, რომელთაც არ აქვთ მიღებული მონაწილეობა კონფერენციებში და გამოქვეყნებული არ აქვთ ნაშრომი, განხორციელდება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ lms.tsu.ge-ს სასწავლო ბარათში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით (სტუდენტებისგან განცხადების წარმოდგენის  საჭიროება არ არის). სტუდენტებს, რომელთაც რაიმე ხარვეზი აქვთ აღნიშნულ სასწავლო ბარათში, გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადება ხარვეზის შესახებ ინფორმაციის აღნიშვნით, რათა რეიტინგების დამუშავების დროს არ მოხდეს რაიმე მონაცემის არასწორი დამუშავება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კონკურსის შედეგების (სტიპენდიის კანდიდატთა სავარაუდო და საბოლოო სიის) გამოქვეყნება მოხდება სტუდენტების პერსონალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) გარეშე, შესაბამისად, სიაში მოცემული იქნება სტუდენტის ID (უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი), რომლის ნახვაც სტუდენტებს შეუძლიათ LMS.TSU.GE-ის ბაზაში, სტუდენტის პოფაილის ანკეტურ მონაცემებში.

 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 79 97 40

გისურვებთ წარმატებას!