10-11 ივნისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთარგმნელ, პოეტ და ლიტერატურათმცოდნე, პროფესორ გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
10 ივნისს, 11.30 საათზე, თსუ მუზეუმში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თსუ მუზეუმის ორგანიზებით გივი გაჩეჩილაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნება, ხოლო 12.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში - სამეცნიერო კონფერენცია.
დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.