8 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებ ოთარ პატარიძეს უმასპინძლებს. შეხვედრა თსუ-ის ბიბლიოთეკაში, რომელში მონაწილეობას, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები მიიღებენ. დამსწრე საზოგადოებას შორის ასევე იქნებიან - ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და ოთარ პატარიძის ოჯახის წევრები.
მიმდინარე წლის 3 ივლისს, ოთარ და თინა პატარიძეების ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ელისე პატარიძის პირადი არქივი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა. უნიკალური საარქივო მასალები ელისე პატარიძის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს მოიცავს.