Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-11-08
Beginning 18:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 

8 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებ ოთარ პატარიძეს უმასპინძლებს. შეხვედრა თსუ-ის ბიბლიოთეკაში, რომელში მონაწილეობას, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები მიიღებენ. დამსწრე საზოგადოებას შორის ასევე იქნებიან - ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და ოთარ პატარიძის ოჯახის წევრები.

 

მიმდინარე წლის  3 ივლისს, ოთარ და თინა პატარიძეების ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ელისე პატარიძის პირადი არქივი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა. უნიკალური საარქივო მასალები ელისე პატარიძის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს მოიცავს.

Related events