საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-10
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115-ის წინ

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თსუ-ის მუზეუმი აწყობს გამოფენას. ექსპოზიციაზე ყურადღება გამახვილდება უნივერსიტეტის ისტორიის ფონდში დაცულ ფოტოებსა და ხელნაწერებზე.

 

ექსპონატთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დამთვალიერებელი პირველად იხილავს ზაზა ალექსიძის მოხსენების ტექსტს, რომელითაც  იგი 1978 წლის 14 აპრილს გამართულ ენის რეფორმასთან დაკავშირებულ  ღონისძიებაზე წარსდგა.

 

დამთვალიერებელი გაეცნობა  ივანე ჯავახიშვილისა და დავით კანდელაკის დოკუმენტებს ქართული ენის მნიშვნელობის თაობაზე. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე: იოსებ ყიფშიძის, გიორგი ახვლედიანის, აკაკი შანიძის, იუსტინე აბულაძის ჩანაწერები ქართული ენისა და ანბანის ისტორიის შესახებ.

 

 განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია:   თსუ-ის  ფილოლოგიის  ფაკულტეტის  სტუდენტთა საპროტესტო  განცხადება,  1978  წლის 14 აპრილით  დათარიღებული, რომელსაც  თან ერთვის  ხელმოწერები.

 

გარდა ამისა წარმოდგენილი იქნება: ელენე  ახვლედიანის ნამუშევრები, ქართული ანბანის მიხედვით  შექმნილი  საზედაო  ასოები, ქართული პალეოგრაფიული ძეგლის  მულაჟი, ფოტოები და მემორიალური ნივთები.

ღონისძიების თანაორგანიზატორია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

მსგავსი ღონისძიებები